LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი დანელია გარდაიცვალა

635
D3TqJ2KX4AImPxB

88 წლის ასაკში ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ თავად რეჟისორის ოჯახმა აცნობა.

მარტში დანელია ფილტვების ანთებით მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააწვინეს და რეანიმაციაშიც მოხვდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ შეფასდა და ხელოვნურ სუნთქვაზეც კი იმყოფებოდა.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. ის განათლებით არქიტექტორი იყო. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი და ქალაქების პროექტირების ინსტიტუტშიც კი იმუშავა.

1956 წელს კი სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა. სამი წლის შემდეგ უკვე „მოსფილმში“ მუშაობდა.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია – „არ დაიდარდო“, „აფონია“, „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა!“, „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები, რომლებიც კლასიკად იქცა. დანელია ხშირად იყო საკუთარი ფილმების სცენარისტი და ეპიზოდურ როლებშიც კი ჩნდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები