LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჭირაქაძე: არის საკითხები, რაზეც ბიზნესსა და მთავრობას განსხვავებული პოზიციები გააჩნია

62

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომერე გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესი, ხელისუფლება და ექსპერტები ბევრ საკითხზე თანხმდებიან, თუმცა არის საკითხები, რაზეც მათ განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ.

როგორც ჭირაქაძემ ორგანიზაცია ”მოქალაქის” კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე არა მხოლოდ პრობლემები წამოიჭრა, არამედ ინიციატივებიც.

”ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს კონფერენციაზე გაჟღერდა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები ექსპერტების, ბიზნესის და ხელისუფლების მხრიდან. დავინახეთ, რომ არის ბევრი საკითხი, რომლებზეც ვთანხმდებით და საკითხები, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ბიზნესი და ეკონომიკა გაიზარდოს. ვისაუბრეთ ასევე კაპიტალური ბაზრების განვითარებაზე, საპენსიო რეფორმაზე, მოგების გადასახადის გაუქმებაზე და მნიშვნელოვანია, რომ მან პირველი იანვრისთვის გადაიწია. საერთო ჯამში, შეხვედრა ძალიან ღირებული იყო, რადგან შევძელით, რომ პრობლემურ, მნიშვნელოვან და განსხვავებულ თემებზე გვესაუბრა და შევთანხმებულიყავით”, – განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ბიზნეს ასოციაციის სურვილია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს.

”ბიზნეს ასოციაციის ჩართულობა არ უკავშირდება პოლიტიკურ თემას. გვესმის, რომ არჩევნებმა და პოლიტიკამ არ უნდა გადაიყოლოს ჩვენი ქვეყანა. მნიშვნელოვანია, ყველანი ეკონომიკის განვითარებაზე ვიყოთ ორიენტირებული”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები