LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ჩიქოვანი SOCAR-ის პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა

38
გვსდ

გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურ დირექტორს, გიორგი ჩიქოვანსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (SOCAR) პრეზიდენტს, როვშან ნაჯაფს შორის ბაქოში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ავრცელებს.

“შეხვედრის მიზანს ორი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო მიმდინარე პროექტების პერსპექტივას, საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის სფეროში, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც წარმატებულად ვითარდება. ხაზი გაესვა ერთობლივი მასშტაბური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობასა და საქართველოს როლის გაძლიერებას კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების საქმეში.
განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო პროექტები, რომლებიც ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მოცულობების ზრდას გულისხმობს”, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით SOCAR-ისა და ზოგადად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის როლი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისა, ძალიან დიდია. შესაბამისად, მათთან მჭიდრო კონტაქტების არსებობა და ყოველდღიური მუშაობა გადამწყვეტია, რათა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისა და ევროპისთვის მნიშვნელოვანი პროექტების იმპლემენტაცია მაქსიმალურად ოპერატიულად მოხდეს“, – განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

საქართველოდან ბაქოში ჩასული დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ნავთობისა და გაზის კორპორაციის, გაზის ტრანსპორტირების კომპანიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები