ბუნდესლიგის სამი ცნობილი კლუბი – დორტმუნდის „ბორუსია“, ფრანკფურტის „აინტრახტი“ და ლევერკუზენის „ბაიერი“ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდებიან. ინფორმაცია transfermarkt-ის ფორუმზე გავრცელდა.
transfermarkt.de-ს გვერდზე ინფორმირებული წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 19 წლის შემტევ ნახევარმცველს გერმანული გრანდები სექტემბრის შემდეგ აკვირდებიან, როდესაც ევროპის ლიგის პლეი-ოფში გიორგის კლუბი, ბელგიური „გენტი“ საფრანგეთის „ბორდოს“ დაუპირისპირდა.
გერმანული ინტერნეტ-სააგენტო ჩვეულებრივი ინტერნეტ-გვერდი არაა, სადაც მკითხველი თავის ვარაუდებს დაწერს, განხილვები მოდერატორების რეკომენდირებული თემებზე იწყება და პოსტები ფილტრაციას შემდეგ იდება.
“ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე დიდ ტალანტად მიიჩნევა, ამიტომ ის უკვე ბევრი გუნდისთვის საინტერესო ფეხბურთელია. უკვე წარსულში იწერებოდა, რომ ჩაკვეტაძე “ბაიერნს” სურდა, ახლა კი ქართველმა დორტმუნდის “ბორუსიას” ყურადღება მიიქცია. ეს გუნდი კი ვუნდერკინდების აღმოჩენაში ერთ-ერთი საუკეთესოა,” – წერს ავტორიტეტული გამოცემა.
ტრანსფერმარკტ-ის მონაცემებით, ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა.