„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, რეგიონული ორგანიზაციის მდივანი, გიორგი ბოტკოველი გამოეხმაურა ლაზარე გრიგორიადისთვის პატიმრობის შეფარდებას.
ბოტკოველი ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს იმ ახალგაზრდების დაშინებას, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ.
„ხელისუფლება ამით ცდილობს, რომ დააშინოს ის ახალგაზრდები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის კონსტიტუციას, ლაზარე იცავდა ამ ქვეყნის ინტერესებს რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც ახორციელებს რუსული ხელისუფლება, რომელიც ქართულ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ემსახურება რუსულ საქმეს. ამით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი შეემატა საქართველოს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ახალგაზრდების თავისუფლებისთვის და იმ ადამიანების თავისუფლებისთვის, ვინც ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე იქნება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს