LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბარამიძე: საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებს

132
BeFunky-collage (1)

გუშინწინ, პარიზში გამობრძანდა ირაკლი ღარიბაშვილი და ისაუბრა, თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები – თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობრივ პოლიტიკას ატარებს.

„გუშინ, საქართველომ დაკრძალა ძალიან დიდი პატრიოტი, საქართველოსთვის მებრძოლი და საქართველოსთვის თავგანწირული, შეწირული ადამიანი, თამაზ გინტური. ამ ფონზე, ბუნებრივია, ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებდით, მაგრამ შეუძლებელია, სწორედ, ამ მოვლენის გამო და სხვა ამგვარი ტრაგედიების გამო, გავატაროთ და არაფერი ვთქვათ, მავნებლურ განცხადებებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება უმაღლეს დონეზე, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დონეზე საერთაშორისო ასპარეზზე აკეთებს. გუშინწინ, პარიზში გამობრძანდა ღარიბაშვილი და ისაუბრა, რომ თითქოს საქართველოში არის კონფლიქტები, არა კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, არამედ ის ფორმულა დაასახელა, რაც მთელი წლების განმავლობაში არის რუსეთის მიზანი, რომ დაამკვიდროს – „საქართველოში ყოფილა კონფლიქტები“. თურმე საქართველოს კონფლიქტი კი არ აქვს რუსეთთან, არამედ ჩვენ გვაქვს კონფლიქტები ცხინვალთან და აფხაზეთთან. არსებული ვითარების ორი სულ სხვადასხვა ფორმულა აღწერა. ეს არის სწორედ, ის ღალატი და მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება. თითქოს ჩვენ კონფლიქტი რუსეთთან კი არ გვაქვს, რომ ჩვენ უნდა თავი ჩავრგოთ სილაში და ვილაპარაკოთ, რაც რუსეთს სჭირდება და თუ ამას ვილაპარაკებთ, თურმე ეს ყოფილა წარმატების საფუძველი და სტრატეგიული მოთმინება, ეს სტრატეგიული მოთმინება კი არ არის, ეს არის სტრატეგიული ღალატის პოლიტიკა, თურმე ბატონმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ სხვა წინა ხელისუფლებებს ჰქონდათ ომებიო და ტერიტორიები დაკარგესო, ჩვენს დროს ოკუპაცია არ მომხდარაო. აბა, ჰკითხეთ სოფელ კირბალის მცხოვრებლებს, საიდანაც თამაზ გინტურია, ოკუპაცია მოხდა 2012 წლის შემდეგ მათი სოფლის? კითხეთ სხვა სოფლების მცხოვრებლებს, რომელზეც გაიარა ოკუპაციის ხაზმა. საქართველომ 12 მლნ კვადრატული მეტრი დაკარგა 2012 წლის შემდეგ. ეს არის ორი ქალაქი, ცხინვალი და სოხუმი ერთად რომ აიღო, აი, ეს ამდენი ტერიტორიაა 2012 წლის შემდეგ ოკუპირებული. ეს ადამიანები გამოდიან და ლაპარაკობენ თითქოს არაფერი ხდება, ანუ არაფრის გამო მოკვდა და მოკლეს თამაზ გინტური?! არაფერია ის? ის, რომ სოფელი კირბალი შუაზე გაჭრეს, ეს არაფერია? თუ ვილაპარაკებთ, რომ არაფერი ხდება, ეს არის თურმე რუსეთის მიმართ ჩვენი პოლიტიკა, ეს არ არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის ღალატის პოლიტიკა, ეს არ არის არ გაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციის არ დანახვის პოლიტიკა, ეს არის შეგნებულად ოკუპაციასთან შემრიგებლური პოლიტიკა, ეს არ არის არგაღიზიანების პოლიტიკა, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის პოლიტიკა, იმიტომ, რომ როდესაც შენ ვერ და არ გინდა შეიმჩნიო პრობლემა, იმ პრობლემას ვერასდროს ვერ მოაგვარებ. ბატონი ღარიბაშვილი და მისი, აი, ეს რუსული ბანდა ლაპარაკობს, რომ ჩვენ თურმე მშვიდობა გვინდაო, ვინ არის მსოფლიოში იდიოტი, ვისაც მშვიდობა არ უნდა? ვინ არის საქართველოში იდიოტი და მოღალატე, ვისაც მშვიდობა არ უნდა? თუმცა ისინი აბრალებენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, დასავლეთს, „ნაციონალურ მოძრაობას“, სხვას ყველას, რომ თურმე ჩვენ გვინდა ომი და მათ უნდათ მშვიდობა. აი, მათი მშვიდობა თურმე ყოფილა ეს. როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობას ვერ შეიმჩნევ, როდესაც კირბალის ოკუპაციას ვერ შეიმჩნევ“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები