LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე 2-2 ათასი ლარით დააჯარიმეს

2338
giorgi baramize 22

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე და მისი მუეღლე პოლიციამ დაუმორჩილებლობის მარშში მონაწილეობის გამო დააჯარიმა.

დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში: მიხეილ სააკაშვილი

როგორც ბარამიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ჯარიმას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.

ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.

ამიტომ ცხადია, არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ. არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!”, – წერს ბარამიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თბილისში, დედაენის ბაღში „დაუმორჩილებლობის აქცია” 6 თებერვალს გაიმართა. იმავე ღამით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ერთი ადამიანი დააჯარიმეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი იმის გამო დააჯარიმეს, რომ დედაენის ბაღის ტერიტორია დატოვა და აფთიაქში წამლის საყიდლად მიმდებარე ქუჩაზე გადავიდა.

სააკაშვილმა გამოაქვეყნა ფაქტობრივად აჯანყების მიმართვა, ის არის პოლიტიკური ბაცილა ეროვნული სახელმწიფოს სხეულში: ქადაგიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები