LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს… გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდებოდა” – რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე

385
BeFunky-collage-3-3-scaled

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მოწ­მე ია­კობ ბრეგ­ვა­ძე წვეულების ღამეს და ფეხბურ­თე­ლის გაც­ნო­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებს.

რო­გორც მან “ტვ პირ­ვე­ლის” გა­და­ცე­მა “რე­აქ­ცი­ა­ში” გა­ნა­ცხა­და, შა­ქა­რაშ­ვი­ლი მხო­ლოდ ჩხუ­ბის გაშ­ვე­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

“გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვნა­ხე. ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი, ხა­ლი­სი­ა­ნი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. ჩხუ­ბი რომ მოხ­და მა­გის მერე გა­ვი­და, აშ­ვე­ლებ­და. რომ შე­მო­ვი­და, რა ხდე­ბა­თქო და ჩხუ­ბი არი­სო და ასე­თი რა­ღაც პირ­ვე­ლად ვნა­ხეო. ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში.

მერე იქი­დან წა­მო­ვე­დით, გზა­ში პი­რა­დი სა­უ­ბა­რი არ გვქონ­და, თუმ­ცა რა­ღა­ცე­ებს ვი­ღებ­დით, ვხუ­მობ­დით. იცით ის ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, ხიდ­ზე რომ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. დრო გვინ­დო­და გაგ­ვეყ­ვა­ნა რომ მალე ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით თბი­ლის­ში. აგა­რაკ­ზე არა­ვის მხრი­დან აგ­რე­სია გი­ორ­გის მი­მართ არ შე­მიმ­ჩნე­ვია, აქ რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ასე, არ ვიცი…”-აღ­ნიშ­ნა ბრეგ­ვა­ძემ.

ამასთან, ია­კობ ბრეგ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ წვე­უ­ლე­ბა­ზე მას არ­ცერ­თი ფოტო არ გა­და­უ­ღია.

“მე და­ბა­დე­ბის დღე­ზე ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­მი­ღია არც ერთი, კა­მე­რაც კი არ ამო­მი­ღია. და­ბა­დე­ბის დღე­ზე რო­გორც ფო­ტოგ­რა­ფი არ ვყო­ფილ­ვარ, ვი­ყა­ვი რო­გორც სტუ­მა­რი. იქ იყო ბევ­რი ხალ­ხი და კა­მე­რას რომ რამე და­შა­ვე­ბო­და არ მინ­დო­და და იქ რა უნდა გა­და­მე­ღო ისეთ, რომ კაი ფოტო გა­მო­სუ­ლი­ყო”-გა­ნა­ცხა­და ია­კობ ბრეგ­ვა­ძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები