LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი ანწუხელიძის შვილობა არის სიამაყე და ამავდროულად, დიდი ტვირთი.. მზად ვარ, მისი გზა ღირსეულად გავაგრძელო“ – 15 წლის შემდეგ, ოჯახი ეროვნულ გმირის შესახებ გვიამბობს

278
გიორგი ანწუხელიძე

„ეს სიმბოლო საქართველოსთანაა დაკავშირებული, რადგან საქართველოს დროშაა და ყველა ქართველისთვის ის სახლთან ასოცირდება. ჩემი აზრით, მამაჩემმაც ეს გააკეთა – თავისი სახლი დაიცვა… ყოველთვის მზად ვარ, მისი გზა ღირსეულად გავაგრძელო“, – ეს სიტყვები საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილს, ლევან ანწუხელიძეს ეკუთვნის, რომელიც ოჯახთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის გამორჩეულ მეომარს, მამას იხსენებს და საზოგადოებას მის გულწრფელ ემოციებს უზიარებს.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ მაკა ჩიკვილაძემ და მისმა შვილმა, ლევან ანწუხელიძემ, ეროვნული გმირის თავგანწირული ბრძოლისა და მისი ხასიათის შესახებ, ასევე მისი სამკლავურის, როგორც სიმბოლო, ქვეყნის დროშის მცველისა, მედიაპლატფორმა „გამზირთან“ ისაუბრეს:

მაკა ჩიკვილაძე:

„მისი წასვლის დღე 6 აგვისტო იყო, მე სოფელში წავედი და გიორგი თბილისში დარჩა. როცა დაღამდა, გორის რაიონში ვიყავი, იქ სროლების ხმა იყო, ჩვენთან ცხინვალი ახლოსაა.

გიორგი ანწუხელიძის ბიუსტის დასადგმელად მოქალაქეებმა 27 ათასამდე ლარი შეაგროვეს

რამდენიმე წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ და სამსახურში იძახებდნენ. დავურეკე და ვუთხარი, სამსახურში გიძახებენ, მე მგონია, ომი დაიწყო და ფრთხილად იყავი-მეთქი.

იქიდან გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივაო, ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი… მას შემდეგ, მასთან კომუნიკაცია აღარ მქონია. არსებობს კადრები, რომლებშიც ჩანს გიორგის წამება, ძალიან სასტიკად აწამეს. ოსებმა აიყვანეს ტყვედ და შემდეგ რუსების ბრძანებით მოკლეს. აწამეს სასტიკად, ხერხემალში გადატეხეს..

მე ვერ შევძლი ამ კადრების ყურება… ჩვენ არ გვაქვს ეს კადრები ნანახი იმის გამო, რომ ძალიან მძიმე საყურებელია. ყოველთვის მინდა, ისეთი გიორგი მახსოვდეს, როგორიც იყო.

როდესაც ეს ამბავი მოხდა, მე და გიორგი ორი წლის შეუღლებულები ვიყავით, სულ 2 წელი ვიცხოვრეთ ერთად. ლევანი 10 თვის იყო და ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი…

ეს იყო საუკეთესო დრო ჩემს ცხოვრებაში და საუკეთესო 2 წელი, რომელიც ნამდვილად მთელ ცხოვრებას უდრის. 

მახსოვს გიორგი მაშინ სენაკში მსახურობდა, მე კი აქ ვიყავი და დაშორება დიდი ხანი გვიწევდა-ხოლმე. ხან რამდენიმე კვირა, ხან ერთი თვე. რომ მოდიოდა, სირბილით ამოდიოდა, კიბის ხმით უკვე ვიცოდი, რომ გიორგი მოვიდა.

არასდროს გვეუბნებოდა, როდის მოვიდოდა, სიურპრიზს გვიკეთებდა-ხოლმე. კიბეზე რომ ამორბოდა, ეს ყველაზე კარგად მახსენდება იმ ორი წლის მანძილზე.

ლევანი ძალიან ჰგავს გიორგის, აბსოლუტურად ყველაფრით. ვიზუალურად, ხასიათები თითქმის იგივე აქვს, თითქმის ერთი ერთში“, – იხსენებს მაკა ჩიკვილაძე გმირ მეუღლეს.

ამბობს, რომ მის მსგავსად, არიან მეუღლეები, რომლებმაც აგვისტოს ომში მეუღლეები დაკარგეს და სურს მათ გამძლეობა უსურვოს.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე - „ჩემთვის რუსეთი მტერია და ყოველთვის ასე იქნება, ყველამ კარგად იცის, გიორგის რაც გაუკეთეს“

41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომში ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს.

„მინდა, რომ მათი შვილებით იხარონ და ყოველთვის ამაყობდნენ მათი მეუღლეებით.

ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ბრძოლაშია რუსეთთან, რუსეთი ჩვენი მტერია და ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, გვინდა ევროპა და დიდი სურვილი გვაქვს, გავხდეთ ევროპის ნაწილი“. – აღნიშნა ანწუხელიძის მეუღლემ.

ლევან ანწუხელიძე:

„რა თქმა უნდა, თავიდან ვერ ვიაზრებდი, მერე კი ისე აეწყო მოვლენები, ყველაფერი გავიაზრე, სიამაყის გრძნობა დამეუფლა.

გიორგი ანწუხელიძის შვილობა არის თან სიამაყე და ამავდროულად, დიდი ტვირთი, რადგან არ არის ისე.. ყველაფერი უფრო ნაკლებად უნდა შეგეშალოს…

მამაჩემთან ლაპარაკი რომ შემეძლოს, ყველაფერს მოვუყვებოდი იმ წლების შესახებ, როდესაც ჩემს გვერდით ვერ იყო.

მამაჩემი საქართველოს მომავალს ევროპაში ხედავდა და არა რუსეთში, მეც ასე ვფიქრობ.

„დღეიდან ქართველი გმირის გიორგი ანწუხელიძის შვილები, გურული დღიურების ფონდის სტიპენდიატები არიან“ – გიორგი კეკელიძე

თუ სამშობლოს დასჭირდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო იმ მეომრებს, რომლებიც სამშობლოს იცავენ. ყოველთვის მზად ვარ, მამაჩემის გზა ღირსეულად გავაგრძელო“. – ამბობს ლევან ანწუხელიძე.

 

თავისუფლების მემკვიდრეობა – დროშის მცველის სამკლაური ??

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახი ??

Posted by გამზირი • Gamziri on Wednesday, 31 May 2023

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები