პრეზიდენტ მარგველაშვილს საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, “საქართველოს ერთიანობის მტრების – თურქეთის მოქალაქეებისთვის” საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებაში ადანაშაულებს და პარლამენტს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას სთხოვს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარისთვის და საპარლამენტო უმრავლესობისთვის გიორგი ანდრიაძის მიერ მიწერილ წერილშია აღნიშნული.
“გთხოვთ, გამოითხოვოთ იმ პირთა მონაცემები, ვისაც ამ პერიოდში ორმაგი მოქალაქის სტატუსი მიენიჭა. ვინაიდან, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის არის საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერი, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას,” – წერია მიმართვაში.