Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გიორგი აბდალაძე: „ვფიქრობდი ერთ მომენტზე, რატომ დავუშვი შეცდომა. ძალიან ძვირი დამიჯდა, როცა ნიღაბი მოვიხსენი…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბდალაძე: „ვფიქრობდი ერთ მომენტზე, რატომ დავუშვი შეცდომა. ძალიან ძვირი დამიჯდა, როცა ნიღაბი მოვიხსენი…“

222
giorgiabdaladze45

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმებთან“ ჰყვება გადატანილი კორონავირუსის შესახებ და იმ სიმძიმეებზე, რაც ამ დაავადებამ გამოიწვია.

მას კორონავირუსი გადაღებაზე გადაედო, როდესაც, როგორც თავად ამბობს, ოცი წუთით მოიხსნა პირბადე, მესამე დღეს კი ვირუსი დაუდასტურდა. მან საავადმყოფოში თვენახევარი გაატარა.

გიორგი აბდალაძე: „არასდროს დამავიწყდება, 35 წლის კორონავირუსით ინფიცირებული ბიჭი ეხვეწებოდა ექიმებს, მომკალითო…“

“ჯადოქარია, სასწაულებს ახდენს” – ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც ლევან რატიანმა გადაარჩინა

გიორგი აბდალაძე:

„ჩემი მდგომარეობა დამძიმდა, ტემპერატურა იწევდა მაღლა და მაღლა. კლინიკაში საკუთარი ფეხით მივედი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ თვენახევარი მომიწევდა იქ ყოფნა. მეხუთე-მეექვსე დღეს ჩემი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, მქონდა შეგრძნება, რომ ვერ ვსუნთქავდი, იყო მომენტები, როდესაც გონს ვკარგავდი. ექვსი ქულა გადაიქცა 24-ად. 24 ქულა არის ის, რომ შენი ფილტვის 80% არ მუშაობს. მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჟანგბადის სპეციალურ სასუნთქ აპარატზე გადავეყვანე. დაახლოებით ორი დღე დამჭირდა იმისთვის, რომ სწორად მესუნთქა. მიჭირდა საკვებისა და სითხის მიღება, გადასხმასაც ვერ მიკეთებდნენ წესიერად, ადგილი არ მქონდა დარჩენილი… ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე, მაგრამ ის, რაც ხდებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, ეს არის საერთოდ შეუდარებელი ყველაფერთან. წარმოიდგინეთ, 50 ადამიანის ხმა გესმით ყოველ ღამე, ყოველ დღე, მიშველეთო, ყველა ყვიროდა. ფიზიკურად ვერ ახერხებ ძილს, ვერაფერს, ემოციურად ძალიან მოქმედებს, უყურებ მომაკვდავ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, ებრძოლონ სიკვდილს… ვფიქრობდი ერთ მომენტზე, რატომ დავუშვი შეცდომა. ძალიან ძვირი დამიჯდა, როცა ნიღაბი მოვიხსენი. ერთადერთი ადამიანი, ვინც არ ნებდებოდა არასდროს, იყო ბატონი ლევან რატიანი. ის დღე არასდროს დამავიწყდება, როცა ერთ მშვენიერ დღეს ბატონი ლევანი შემოვიდა და მივხვდი, რომ კარგი ამბავი უნდა ეთქვა ჩემთვის. რამდენიმე დღეში გამწერეს საავადმყოფოდან და მისი ღიმილი იმისი ნიშანი იყო, რომ დავასრულეთ ურთულესი ბრძოლა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები