Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გიორგი აბაშიშვილი – საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბაშიშვილი – საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო

30

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება გაითვალისწინეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემქნიდან 6 თვის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისის შექმნის და საქმიანობის სულისკვეთება რეალურად ანგარიშსწორება იყო ერთ, კონკრეტულ პოლიტიკოსზე-პრეზიდენტ მარგველაშვილზე.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არასწორი სიტყვაა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველი ხალხის ნება-სურვილია აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება, კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას. ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები