LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი აბაშიშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „პროვოკაციას“ უწოდებს.

93

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი, Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს „პროვოკაციას“ უწოდებს და არაფერს ამბობს იმაზე,  უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ამ ჩანაწერთან დაკავშირებით.

“ჩვენ არაერთხელ გვინახავს სხვადასხვა ვებსაშუალებით, მათ შორის უკრაინული „ვიკილიქსიდან“ განხორციელებული არაერთი პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის მცდელობას. ცხადია, არასდროს, არც მაშინ და არც ახლა, მსგავსი ტიპის პროვოკაციულ მოქმედებებზე არ მოგვიხდენია და არც ახლა მოვახდენთ რეაგირებას,” –  განაცხადა აბაშიშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი, თითქოს,  საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს  უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება.  გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს საუბარს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები