Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გიორგანაშვილის განაჩენი არაპროპორციულია – საია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგანაშვილის განაჩენი არაპროპორციულია – საია

51

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას, საქმის განხილვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, მოსამართლემ მსახიობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის მიღებამდე საქმის განხილვა არ შეაჩერა. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, არსებობდა ძლიერი არგუმენტები, იმის თაობაზე, რომ 0,37 გრამი “ბუპრენორფინის” შენახვისათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაპროპორციული და, ასევე, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საწინააღმდეგო სასჯელია.

საიას იურისტი გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ მსგავს შემთხვევაში მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

23 იანვარს მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის დარბაზშივე დააკავეს.

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მოგვიანებით, პროკურატურამ გიორგანაშვილის განაჩენზე განცხადება გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები