LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგაძე ვალდებულია, დადგეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და იმ იდეების გვერდით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით – ნიკოლოზ რაჭველი

227
321aaa505e53418595a07cf5c95dc197

მიხეილ გიორგაძე ვალდებულია, დადგეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და იმ იდეების გვერდით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით-, ამის შესახებ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში  განაცხადა.

ამასთან , ნიკოლოზ რაჭველის თქმით, განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადება აღმაშფოთებელია.

„მე ვნახე „ინტერპრესნიუსზე“ მიხეილ გიორგაძის განცხადება რომელმაც აღმაშფოთა. მე არ მინდა ამ მთელს ისტორიაში ვიღაცაზე და მით უმეტეს მიხეილ გიორგაძეზე რამე ნეგატიური ვთქვა, ვინაიდან მე მას პატივს ვცემ, მაქვს პირადი ურთიერთობა. ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ ის, როგორც კულტურის ყოფილი მინისტრი და დღეს უკვე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ვალდებულია დადგეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, ჩვენი სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის და იმ იდეების გვერდით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. ალბათ, ყველა ვინც გვიყურებს ზუსტად იციან და ალბათ, ბატონმა მიხეილმაც, ვინ ვართ, რას ვაკეთებდით, რას ვაკეთებთ და რისი გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართავს თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.

ამასთან, დღეს მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ორკესტრის ხელმძღვანელს დაემართა გიგანტომანია.

„ 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებზე არასაკმარისი ეჩვენება და 40-დან 45 მილიონ ევროზე გამოაგზავნა მოთხოვნა ახალი შენობის ასაშენებლად, რაც სრულიად არაადეკვატურია“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრომ დამატებით 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს, ამიტომ ის, რომ ორკესტრი უსახლკაროა, მხოლოდ სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები