LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიო იყო ხოლმე „ქართული დღეების“ სტუმარი და წელს მე მივდივარ“ – ზუკა ხუციშვილი

364
zuka

„რადიო დუეტს“ ძველი სიმღერის ახლებული ვერსიის პრემიერით მომღერალი ზუკა ხუციშვილი სტუმრობდა. „ნაცნობ ნაპირთან“ ასე ქვია ახალ ნამუშევარს, რომელსაც წარსულში თემო რცხილაძე რუსული ტექსტით მღეროდა, ახალ ვერსიაში კი ირინა სანიკიძის ტექსტია გამოყენებული. ისევე როგორც ზუკას ბოლო პერიოდის ყველა ნამუშევარი, ეს სიმღერაც ზურა მახნიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა.

მომღერალმა აღნიშნა, რომ მამის დაწყებულ პროექტებს აგრძელებს და იმედი აქვს, რომ მსმენელს იმედებს არ გაუცრუებს. უახლოეს მომავალში ვიდეორგოლის გადაღებას გეგმავს, მანამდე კი ქართველ კოლეგებთან ერთად თურქეთში დაგეგმილ საქართველოს დღეებზე მიემგზავრება, რომელშიც წლების განმავლობაში გიო ხუციშვილი მონაწილეობდა.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები