უკვე 2 დღეა, რაც თბილისში, 22 წლის ბიჭს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ის ავლაბრის ტერიტორიაზე მეზობლებმა დაინახეს, როგორ გამოვიდა სახლიდან. საქმეში უკვე ჩართულია პოლიცია.
დაკავებულის დედა საზოგადოებას შვილის პოვნაში დახმარებას სთხოვს.
“გუშინ, ჩემი შვილი გავიდა სახლიდან და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. რვის ნახევრიდან გათიშული აქვს ტელეფონი. რამდენიმე ადამიანმა დაგვირეკა, დავინახეთო.
ადრეც ჰქონდა მსგავსი შემთხვევა. მესამედ გაიმეორე, დეპრესია აქვს ცოტა, პანდემიის პერიოდში დაემართა. გიო, ძალიან გთხოვ დედიკო, თუ სადმე ხარ და მიყურებ, გთხოვ დაგვიბრუნდი” – ამბობს დედა, მანანა ხურციძე “ტვ პირველთან”.