LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გინესის წიგნმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკა გამოავლინა

145
231017112930-01-pepper-x

გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე ცხარე წიწაკა გამოავლინა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ახალი რეკორდსმენია „წიწაკა X”, რომელმაც ტესტირებაზე 2,69 მილიონი სიცხარის ერთეული დააგროვა. ტესტირება კი აშშ-ში სამხრეთ კაროლინას შტატის უნივერსიტეტში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდის მფლობელი ე.წ.“კაროლინა რიპერი“ იყო და მისი სიცხარე 1,64 მილიონ ერთეულს აღწევდა.

წიწაკის სიცხარის გაზომვის სკალა 1912 წლიდან არსებობს და მისი ავტორი ამერიკელი ქიმიკოსია. შედარებისთვის ჩვეულებრივი წიწაკის სიცხარე 3 000-დან 8 ათასამდეა, ასე რომ, რეკორდის ავტორები მართლაც წარმოუდგენელ მასშტაბებს აღწევენ.

საინტერესოა, რომ წლევანდელი რეკორდსმენიც და წინა გამარჯვებულიც ერთი და იმავე ადამიანის მოყვანილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები