LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გინებით მოვიდა.. ქალი თუ იჯდა არ იცოდნენ, არც ბავშვი დაგვინახავს“ – მორგოშია ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს

1376
მორგო და ქაცო

„პროვოკაცია მოაწყო“, – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ ძალადობრივი და პრორუსული დაჯგუფების – „ალტ-ინფოს“ ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებას იმის შესახებ, რომ „ალტ-ინფოს“ წევრები მის ოჯახის წევრებს დაესხნენ თავს.

მორგოშია დავით ქაცარავას მეუღლეს პროვოკაციაში ადანაშაულებს.

„გეგმავდნენ მანქანიდან ჩემი 13 წლის შვილის გადმოთრევას“ – დავით ქაცარავას თქმით, მის ცოლსა და შვილს „ალტ-ინფოს“ წევრები თავს დაესხნენ

„კამერებზე ჩანს, გინებით მოვიდა და კინაღამ ჩვენი [გუნდის] ყოფილი მებრძოლი გაიტანა მანქანით.

გაეკიდნენ მანქანას. ქალი თუ იჯდა არ იცოდნენ, არც ბავშვი დაგვინახავს.

როცა შვილთან ერთად ნახეს, გაეცალნენ“, – განუცხადა „ფორტუნას“ მორგოშიამ.

თავად დავით ქაცარავა ამბობს, რომ მისმა მეუღლემ მომხდარ ფაქტზე მალევე მიმართა სამართალდამცველებს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები