1 მარტიდან ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული 15 შეზღუდვა უქმდება – საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ფხაკაძე კოვიდსასტუმროების გაუქმებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ მთელი ქვეყანა ერთი დიდი კოვიდსასტუმროა:
“გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა!
ფაქტობრივად, საქართველოში მოხსნეს ყველა რეგულაცია: არა კოვიდსასტუმრო, არა დეზობარიერი, არა სიცხის გაზომვა… გუგუნებს საქართველო.
არადა ერთი დიდი კოვიდსასტუმროა მთელი ქვეყანა.
ჯანმრთელობას გისურვებთ…
პ.ს: დღეს 45 ადამიანი რომ გარდაიცვალა, ისინი გრიპი აიკიდეს თუ სუსტი ვირუსი აიკიდეს (არაფერი რომ არ უნდა, ისეთი რომ არის) თუ მათ დასასრულის დასაწყისის სანახავად გაუშვეს… ისე სირცხვილია… მაგრამ სირცხვილი ამ ქვეყანაში მოსული “პონტია”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მოქმედი რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
ვრცლად წაიკითხავთ აქ:
15 შეზღუდვა, რომელიც 1 მარტიდან უქმდება – საკოორდინაციო საბჭოს დღეს მიღებული ყველა გადაწყვეტილება
სასწავლო დაწესებულებებში არსებული კოვიდრეგულაციები ძალაში რჩება
ქვეყანაში შემოსვლის წესები მარტივდება – რა გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ