LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ იუბილეს, იფარფატე ზეცაში ანგელოზებთან ერთად.. დედიკოს დედის დღე მიულოცე“ – ნია რობაქიძე, რომელიც დედასთან ერთად ნერგეეთის მეწყერს ემსხვერპლა, 20 წლის გახდებოდა

367
Untitled design (1)

7 თებერვალს, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

გარდაცვლილებს შორის იყო ნია რობაქიძე, რომელიც მაშველებმა მეწყერში მოყოლილი სახლის ნანგრევებში ასევე გარდაცვლილ დედასთან ერთად იპოვეს.

„რთულია მასზე წარსულში საუბარი, სტიპენდიანტი იყო, გამორჩეული სტუდენტი, უშუალო და პოზიტიური“ – ცნობილია ბაღდათში, მეწყრის ჩამოწოლისას დაღუპული 20 წლის ახალგაზრდის ვინაობა

ნია რობაქიძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. ის 2 მარტს 20 წლის გახდებოდა.

ტრაგიკულად გარდაცვლილ ნია რობაქიძეს მეგობრები და ნათესავები სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსებს უძღვნიან:

„გილოცავ ბიძი 20 წლის იუბილეს, იფარფატე ზეცაში ანგელოზებთან ერთად… შენს დედიკოს დედის დღე მიულოცე. მენატრებით, ჩემი გული და სული თქვენთანაა… შეხვედრამდე ჩემო კეთილებო“, – მიმართავს ნია რობაქიძეს მოქალაქე.

გილოცავ ბიძი 20 წლის იუბილეს,იფარფატე ზეცაში ანგელოზებთან ერთად…..შენ დედიკოს დედის დღე მიულოცე,….მენატრებით,ჩემი გული და სული თქვენთანაა…შეხვედრამდე ჩემო კეთილებო…💔💔💔

Posted by Cheche Chechelashvili on შაბათი, 02 მარტი, 2024

„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერია ანგელოზო. მიყვარხარ. ახლა იმ სამყაროში იცქრიალე და დაატკბე შენით ანგელოზები… შენ ყველგან ყველას მონუსხავ და მოხიბლავ ვიცი, ჩემს გულში ხარ მარადჟამს“, – წერს სოციალური ქსელის კიდევ ერთი მომხმარებელი.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ფერია ანგელოზო♥️მიყვარხარ♥️ახლა იმ სამყაროში იცქრიალე და დაატკბე შენით ანგელოზები…შენ ყველგან ყველას მონუსხავ და მოხიბლავ ვიცი, ჩემს გულში ხარ მარადჟამს🙏💔

Posted by Nina Katamadze on შაბათი, 02 მარტი, 2024

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო ანგელოზო💐💔 ჩვენი დიდი ტკივილი ხარ💔

Posted by ჯუნა გელხვიიძე on კვირა, 03 მარტი, 2024

ნი შენი ხმა, შენი იუმორი…😭რა ვქნათ, როგორ ვიცხოვროთ უშენოდ???🥹

Posted by Nina Katamadze on შაბათი, 02 მარტი, 2024

დაბადების დღეს გილოცავ ნიი, ჩემო გულო💜💜💜ძალიან ძალიან მენატრებიი…

Posted by Mariam Nebieridze on შაბათი, 02 მარტი, 2024

„სამი საუკეთესო მოსწავლე მოყოლილია მეწყერში.. ეძე­ბენ მაშ­ვე­ლე­ბი.. არ ვიცით მათი მდგომარეობა“ – ბოლო ცნობები სტიქიის ადგილიდან

„შეუძლებელია თქვენზე წარსულში ლაპარაკი… მძულს შვიდი რიცხვი.. დრო როდესაც შეწყვიტეს არსებობა ჩემმა ანგელოზებმა…“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

„ღმერთო, რატომ მომასწარი ამ დღეს..“ – რას წერს ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები