LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გილოცავ დედას ანგელოზო იმიერში 26 წლის იუბილეს…მიყვარხარ უსასრულოდ, მაპატიე თუ რამეს ისე ვერ ვაკეთებ უშენობით დადარდიანებული” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1540
BeFunky-collage - 2023-06-19T002424.511

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და შვილს იმიერში 26 წლის იუბილეს ულოცავს.

„გილოცავ დედას ანგელოზო იმიერში 26 წლის იუბილეს. მაპატიე თუ რამეს ისე ვერ ვაკეთებ უშენობით დადარდიანებული. ვიცი ბევრად უკეთეს სამყაროში ხარ, ვინემ ეს გაუსაძლისი წუთისოფელია. დარწმუნებული ვარ დაისჯებიან შენს წინაშე დამნაშავეები ვინც არიან.

იქნებ ისჯებიან კიდეც ჩემო უსაზღვროდ მონატრებულო შვილო და ეს მე უბრალოდ არ ვიცი. მიყვარხარ უსასრულოდ ჩემო ნიჭიერებას შეწირულო შვილო. შეხვედრამდის”, – წერს თეონა თამაზაშვილი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, საქ­მე კი და­ი­ხუ­რა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიაზე ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„სერგო შუბითიძეს თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან შემხებლობა არ ჰქონია” – პროკურორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები