მექსიკელი რეჟისორი გილერმო დელ ტორო ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს.
2017 წელს, მისმა ფილმმა „წყლის ფორმამ“ აღნიშნული ფესტივალის „ოქროს ლომი“ მოიპოვა, ამ დროისთვის კი ის „ოსკარის“ 13 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის „საუკეთესო რეჟისორის“ კატეგორიაზე.
დელ ტორომ ჟიურის თავმჯდომარეობას დიდი პასუხისმგებლობა და პატივი უწოდა და განაცხადა, რომ მადლიერია.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის 75-ე კინოფესტივალი 29 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ჩატარდება.