კომპანია ”გიკო 4” მომხმარებელს “კუბანსიე კრასკის” ევროკლასის ანტიკოროზიულ საღებავებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, უკვე მეხუთე წელია რაც “კუბანსიე კრასკი” ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი.
”აღნიშნული საღებავი თავისი ეკონომიურობით, მოხმარების სიმარტივით და რაც მთავარია, ხანგრძივი მდგრადობით, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელში. სხვა ანალოგიური საღებავებისგან განსხვავებით, რკინის ზედაპირების (იქნება ეს გარე კარი, თუ ნებისმიერი რკინის კონსტრუქცია) და ხის შეღებვისას საჭიროა ამ საღებავის მხოლოდ თხელი ფენის წასმა,(საღებავის მაღალი დაფარვისუნარიანობიდან გამომდინარე) რაც მის ეკონომიურობას უსვამს ხაზს”, – განაცხადეს შპს ”გიკო 4”-ში, რომელიც საქართველოში “კუბანსიე კრასკის” ოფიციალური დილერია.
მათივე ინფორმაციით, წლების განმავლობაში საღებავი ინარჩუნებს ფერს, მდგრადია ყინვის, მზისა და ნებისმიერი გარემო პირობების მიმართ. საღებავი თავადვე შეიცავს გრუნტს და ზედაპირი შეღებვისას დამატებით დაგრუნტვას აღარ საჭიროებს. აქვს უნიკალური ანტიკოროზიული თვისებები, რაც რკინას დაჟანგვისგან და ხეს ჭიის დაზიანებისგან იცავს.
რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, როგორც კომპანიაში განმარტეს, მისი შეძენა მომხმარებელს შეუძლია საქართველოს მასშტაბით, სავაჭრო ობიექტებსა თუ ბაზრობებზე.
შპს ”გიკო 4” ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება სარემონტო-სამშენებლო მასალების რეალიზაციაა.