LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიიომ კანემ და მარიონ კოტიარმა კორონავირუსი დაამარცხეს

363
giomkannews

გიიომ კანემ გულწრფელად გაუმხილა თაყვანისმცემელს, რომ მეუღლესთან ერთად კორონავირუსი გადაიტანა. საბედნიეროდ, ვარსკვლავებმა მსუბუქი ფორმით იავადმყოფეს, სრულად გამოჯანმრთელდნენ და შესანიშნავად გრძნობენ თავს. კანემ აღნიშნა, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან პრაქტიკულად უმტკივნეულოდ გადაიტანა მძიმე დაავადება, მით უფრო, რომ ბევრისგან განსხავევით კარანტინი არა ბინაში გამოკეტილმა, არამედ საფრანგეთის სამხრეთში გაატარა მეუღლესთან ერთად.

„წარმოდგენა არ მაქვს, შეიძლება თუ არა, დაბრუნდეს ავადმყოფობა, მაგრამ ახლა შესანიშნავად ვგრძნობთ თავს“, – აღნიშნა კანემ, რომელსაც პანდემიამ გეგმების შეცვლა და ახალი ფილმის გადაღებების გაურკვეველი ვადით გადადება აიძულა.

სხვათა შორის, კოტიარი და კანე უკვე 13 წელია ერთად არიან, თუმცა ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებას მაინც არ ჩქარობენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს – 9 წლის მარსელი და 3 წლის ლუიზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები