LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, თუმცა საიდან, ჯერ ვერ გავშიფრე – კახა კალაძე

kaladze-ugulava

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან იყურებოდა, ეს ჯერ ვერ გავშიფრე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ამის შესახებ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე საუბრისას განაცხადა და გიგი უგულავას დროს გაცემული ნებართვები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე იქნა გაცემული სპეციალური უვადო ნებართვა, ხოლო შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30 მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით 8-9 სართულის არის. მაშინდელი მერი სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა და გასცემდა ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს, თუმცა საიდან უყურებოდა, ეს ჯერ ვერ დავაზუსტეთ და ვერ გავშიფრეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება არის შესაძლებელი.

“მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი არის თბილისელების თანადგომა და მხარდაჭერა ყოველდღიურ რეჟიმში, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. ამისთვის მადლიერი ვართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, რაც ქალაქის წინაშე დგას,“ – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები