ევროპული საქართველოს ლიდერს გიგი უგულავას TV პირველის გადაცემა “პოლიტმეტრში” სტუმრობის შემდეგ პოლიციამ დაკითხვის უწყება მიუტანა. უგულავამ უწყება არ ჩაიბარა. ის დაკითხვას სასამართლოს წესით ითხოვს.
„პერსონალურად ბატონო გახარია, მრავალგზის ვთქვი და რატომ აგდებთ თქვენს თანამშრომლებს უხერხულ მდგომარეობაში. გამოკითხვაზე შსს-ში მივალ მას შემდეგ, რაც თქვენ მიბრძანდებით. ამასთანავე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მზად ვარ, თუნდაც ხვალ, მივიდე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვაზე. გთხოვთ უზრუნველყოთ. მადლობა.
პ.ს. ტელეკომპანია პირველის კართან უწყისით ხელში დამხვდა კრიმპოლის თანამშრომელი ჩართული კამერით აგერ ათი წუთის წინ”, – წერს გიგი უგულავა.
როგორც ცნობილია, გიგი უგულავას შსს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებს გამოკითხვაზე.