LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა PCR ტესტის პასუხს აქვეყნებს

11941
1

“სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა.” – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა და სოციალურ ქსელში “პისიარ” ტესტის უარყოფით პასუხს აქვეყნებს.

“სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ… სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად” – უგულავა განმარტებას აკეთებს

როგორც უგულავა აღნიშნავს, არც საკუთარ და არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არასდროს ჩააგდებს:

“მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა.

ცხადია, მე არასდროს არც ჩემს და, მით უმეტეს, არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ “გამოჭერა” აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი.

და ბოლოს, აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას.” – წერს უგულავა “ფეისბუქში”.

შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე მოქალაქეებს სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავამაც მიმართა.

გუშინვე დაისვა კითხვა, უნდა მისულიყო თუ არა უგულავა აქციაზე, რადგან მას 7 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამაზე მოგვიანებით პოლიტიკოსმა განმარტება გაავრცელა და დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა აქციაზე ყოფილიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები