LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავა დამნაშავედ ცნეს – ყოფილ მერს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

256
gigiugulavakamera-3

ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გიგი უგულავას ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვას ედავებიან.

სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.საკასაციო საჩივარი ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.

საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სხვა პირებთან ერთად პარტიული ინტერესებისთვის “თბილისის განვითარების ფონდიდან” დაახლოებით 48 მილიონის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.