პრემიუმ კლასის ბრენდი Tommy Hilfiger, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ტანსაცმლის დიზაინერების ჯგუფში შედის 1985 წლიდან ქმნის ქალის, მამაკაცის და ბავშის მაღალი ხარისხის ხაზს. თბილისში, რუსთაველის 46 ნომერში მდებარე Tommy Hilfiger – ის მაღაზიაში ქალისა და მამაკაცის ახალი კოლექციაა წარმოდგენილი. აქვე ნახავთ მოდელ Gigi Hadid-ისა და უშუალოდ Tommy Hilfiger -ის თანამშრომლობით შექმნილ სამოსსაც. ფასები მერყევია:100, 200 ან 200 ლარი და მეტი.
„ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, რომ კოლექცია ორ ეტაპად, სეზონის მიხედვით იცვლება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული Tommy Hilfiger -ის მაღაზია წარმოადგენს ევროპულ უმაღლესი პრემიუმკლასის ხარისხს და ის განსხვავდება ამერიკული კოლექციისგან. პერიოდულად მაღაზია ფასდაკლებებითაც ანებივრებს მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე. მაღაზიაში სტუმრობას თქვენ ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე შეძლებთ.