საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს რომ 2 კვირის განმავლობაში ქალაქში კონცერტები, ყვავილების კონკურსი და გიგანტური თოჯინების აღლუმი გაიმართება.
წელს ნიცაში ჯამბაზების ფორმით, გიგანტური მსოფლიო ლიდერებიც „გამოჩნდნენ“. მათ შორის დონალდ ტრამპი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი.
წლევანდელი კარნავალის სახელწოდება „კინოს მეფეა“.