LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილის თქმით, პროკურატურამ ის დაზარალებულად ცნო

bb7574ba9abb3052557bc7932295c7b0

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ 15 იანვარს დაზარალებულად ცნო. „არის!!! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“ – წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/gmakarashvili/posts/10215712555819855

10 ოქტომბერს გორის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტებმა მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებმა მერიასთან ფუნა და საკენკი დაყარეს. თუმცა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორიის დასუფთავება თავად დაიწყეს, რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

როგორც აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, გორის მერიის თანამშრომელმა მას ფუნით და საკენკით სავსე ურნა თავზე ჩამოაცვა.

23 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ გორში თავზე ურნის ჩამომხობის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ მას ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები