LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი და ინგა გრიგოლია სალომე სამადაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ: „გაძლებას გისურვებ!..“

616
samadashvilinews

მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს დამოუკიდებლად მოაწერა ხელი და პარტიის საერთო ხედვას არ დაეთანხმა, მის მიმართ სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარები ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების მხრიდან.

სალომე სამადაშვილს დამცველებიც გამოუჩნდნენ.

ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ინგა გრიგოლია, რომელმაც სალომეს ფოტო გამოაქვეყნა ძაღლთან ერთად და დაწერა:

„ეს ვეშაპი მივუშვათ, თუ ვინმე გაგაბრაზებს❤️❤️ გაძლებას გისურვებ, უკარგესო ადამიანო“.

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ასევე გამოეხმაურა სალომე სამადაშვილის კრიტიკას და პოსტში აღნიშნა:

„ვერ გპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ გპირდები, რომ მარტო არასდროს იქნები იმ მარაზმში, რომელშიც საკუთარი პარტიის მხარდამჭერებმა ჩაგაგდეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები