LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა კვენეტაძეს ბიჭი შეეძინა

32

მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი გიგა კვენეტაძე მამა გახდა. მან ამის შესახებ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა. პატარა სულ ნახევარი საათია, რაც დაიბადა. ბედნიერი მამა წერს: „მამა გავხდი, დიდი მადლობა შენ, ძვირფასო მარიანა კარამოვა“.

როგორც გიგამ გვითხრა, ჯერჯერობით შვილისთვის სახელი არ შეურჩევია. მეუღლეს კი უკვე ელაპარაკა და ისიც და პატარა ბიჭიც თავს კარგად გრძნობენ.

გიგა და მარიანა უკვე ერთი წელია, დაქორწინებულები არიან. როგორც მომღერალი ამბობს: „ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს, ველაპარაკე უკვე და ბავშვის ტირილი მომასმენინა“.

გიგას სტატუსს უკვე მოჰყვა მოლოცვები მისი მეგობრებისგან, მომღერალი ყველას მადლობას უხდის და დიდ მოკითხვას უთვლის.

ვულოცავთ გიგა კვენეტაძეს ბავშვის შეძენას და პატარას ბედნიერებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები