საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება, როგორ გაირკვა კონკურსზე მიწვეული არ არის კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე, რომელიც წლებია საბავშვო ევროვიზიის მუსიკალური ხელმძღვანელია და რომლის დახმარებითაც, საქართველო კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდის წევრებს “ბზიკებისტუდიოს” 10 წლის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისთვის. ეს ჩვენი ერთობლივი წარმატებაა. ვამაყობ თქვენით. მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდიუსერებს. “მეომრებს ” Natia Uznadze Natia Mshvenieradze Tinatin Berdzenishvili მხარდაჭერისთვის და იმისთვის რომ ყოველთვის გჯეროდათ ჩემი. მადლობა ყველა მონაწილე ბავშვს. მშობლებს მხარში დგომისთვის. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს გამძლეობისთვის, სანდროს ჩემს შვილს, რომელიც 4 წელია დამყვება ევროვიზიაზე და მიმაგრებს მხარს. მადლობა დედაჩემს, რომ მომცა მუსიკალური განათლება და გზა ამ სამყაროსკენ. მადლობა ჩემს ფეისბუქის მეგობრებს. ყველა მახსოვს ვინ როდის მეხმარებოდა პროდუქტის გაპიარებაში, რომელსაც 1 ლაიქი ჭირდებოდა. ასევე მინდა განვაცხადო… მომდის ბევრი წერილი და კითხვები. ვიმუშავებ თუ არაა ევროვიზიაზე. რა თქმა უნდა. ამისთვის 10 წელი ვიშრომე, რომ ჩვენი ქვეყანა საამაყო ყოფილიყო ამ პროექტში და რეკორდსმენიც აღმოჩნდა. მე მზად ვარ გავაგრძელო შემოქმედებითი პროცესი, რომელიც სიამოვნებით უკავშირდება საბავშვო ევროვიზიას და ჩემს ცხოვრებას. ამიტომ ველოდები თუ რა შემოთავაზებას მივიღებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და ყველას შეგატყობინებთ. პატივისცემით თქვენი გიგა კუხიანიძე .”