გიგა კუხიანიძემ, რომელიც საბავშვო „ევროვიზიის“ ერთგვარი ექსპერტიც გახლავთ, უკცე ჩავლილ ღონისძიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გამარჯვებას გრიგოლ ყიფშიძეს ულოცავს, რადგან რეალურად, კონკურსი მან მოიგო. ყოველ შემთხვევაში, გიგა კუხიანიძე ასე ფიქრობს.
კომპოზიტორი წერს:
„ვულოცავ გრიგოლს გამარჯვებას. ის ჩემთვის გამარჯვებულია. მე მას რამდენიმე თვეა ვიცნობ. მიყვარს ეს ადამიანი თავისი ბუნებით, ზრდილობით, მუსიკალურობით. ვუსურვებ ულევ წარმატებას. ვულოცავ ჩემ გოგოებს, ბექვოკალებს მარტო ამ გოგოების ქართული ჯიშის სილამაზის ყურება ღირდა ყველაფერზე მეტად. ვამაყობ კიდევ და კიდევ. მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტანი არიან, ვინც გვიგულშემატკივრა და გვამხნევებდა. ახლა სასაცილოდ მიმაჩნია იმ ადამიანების გულისწყვეტა, ვინც პირადად მე მერჩოდა ამ სიმღერის შექმნისთვის, რაც ასე ხდება გაუთავებლად ბოლო 10 წლის განმავლობაში. ახლა ნუ სეირობთ, მე ხომ ყველა დათვლილი მყავხართ და ჩაგწერეთ ბოროტებიას სიაში:)))“.
გიგა კუხიანიძემ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც საბავშვო „ევროვიზიაში“ ჩაერთო და თავისი წვლილი შეიტანა შოუს მომზადებაში.