LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: თუ ეს ამბავი დასტურდება, რა ეჭვებიც Bild-ის სტატიაშია, სერიოზული პრობლემაა – ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს

225
გიგა ბოკერია

„თუ ეს ამბავი დასტურდება, რა ეჭვებიც არის სტატიაში, ეს სერიოზული პრობლემაა“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც იგი გამოცემა Bild-ის მიერ გერმანიის ელჩ, ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, საკუთარი მიზნის მისაღწევად ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარული რეჟიმებს ახასიათებს.

„თუ ეს ამბავი დასტურდება, რაც არის ეჭვები სტატიაში, ეს სერიოზული პრობლემაა. ზოგადად, იმ ტიპის რეჟიმებს, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია და როგორიც კიდევ უფრო ხარისხობრივად, მძიმე ფორმით ბევრად პუტინის რეჟიმია, ახასიათებთ ასეთი მეთოდებით მოქმედება, არ არის ჩემთვის გასაკვირი ივანიშვილის რეჟიმისგან ასეთი მეთოდების გამოყენება.

ასეთი მეთოდებით მუშაობა ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს, საკუთარი მიზნის მისაღწევად და ეს სერიოზული საკითხია, თუ ეს ფაქტები დადასტურდა,“ – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, BILD-ის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი სტატიაში მიმოხილულია გერმანიის ელჩის კონტრავერსიული გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლითაც ის მუდმივად გამოხატავდა კეთილგანწყობას მმართველი პარტიის მიმართ, მაშინ, როდესაც ის ღიად უპირისპირდებოდა არასამთავრობო სექტორს.

გერმანიის ელჩი Bild-ის სტატიაზე: ეს არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები