Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გიგა ბოკერია: რუსეთი არამარტო პუტინის მოსვლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან დეკლარირებული ტერორისტული სახელმწიფოა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: რუსეთი არამარტო პუტინის მოსვლის შემდეგ, 90-იანი წლებიდან დეკლარირებული ტერორისტული სახელმწიფოა

50
გიგა ბოკერია

„რუსეთი, რა თქმა უნდა, ტერორისტული სახელმწიფოა. დისკუსია დასავლურ ქვეყნებში იმაზე, თუ როდის და სამართლებრივად თუ სამართლებრივ-პოლიტიკურად რა ფორმით უნდა გამოცხადდეს ის ტერორისტულ სახელმწიფოდ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი გადმოსახედიდან, საქართველოს ინტერესებიდან, ისტორიიდან, უახლოესი წარსულიდან და დღევანდელობიდან გამომდინარე ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მოთხოვნას.

მისი შეფასებით, ამ ამბავს ჩვენთან ისტორია აქვს:

„პირდაპირ შეგვიძლია მოვიყვანოთ მტკიცებულებები 90-იან წლებში აფხაზეთში განხორციელებული აგრესიიდან, როცა გენოციდი მოუწყვეს ქართველებს, რომ ის ჯგუფები, რომელიც რუსეთმა დააფინანსა, დააორგანიზა და რომლის ხელითაც პირდაპირ მოქმედებდა საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ტერორისტული აქტების სამიზნე უნდა გამხდარიყო საქართველო.

საჯაროდ არის ეს დაფიქსირებული, რომ მათთვის ყველა ქართველი პოტენციური მძევალი იყო, ანუ დეკლარირებული ტერორისტული
სახელმწიფოა რუსეთი 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დანგრევის მომენტიდანვე, არამარტო პუტინის მოსვლის შემდეგ და არამარტო დღევანდელობაში.“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ღუდუშაური: ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები