LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბედინეიშვილი: ლარის გამყარება ნავთობის ფასის ზრდას უკავშირდება

90

ლარის კურისის გამყარებას ექსპერტი, ”თავისუფალი უნივერსიტეტის” ბიზნეს სკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი ნავთობის ფასის ზრდას უკავშირებს.

როგორც ბედინეიშვილმა ”ფორტუნას” განუცხადა, ლარის გამყარების ტენდენცია სწორედ ნავთობზე ფასის ზრდის პარალელურად მიმდინარეობს.

”ვფიქრობ, ლარის გამყარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნავთობის ფასმა აიწია, რუბლი გამყარდა, აზერბაიჯანულ მანათთან დაკავშირებით სერიოზული შიშები აღარ არის, ანუ მანათი აღარ დევალვირდება. ეს ქვეყნები მოგეხსენებათ, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან. შესაბამისად, ლარიც საკმაოდ გაძლიერებულია.  ლარის გამყარების ტენდენციას რომ შევხედოთ, ის შეესაბამება ნავთობის ფასის ზრდას. სწორედ ეს არის გამყარების მთავრი მიზეზი. ქართულ ეკონომიკაში კი ფუნდამენტური არაფერი მომხდარა, რასაც შეეძლო კურსის გამყარებაზე სერიოზული გავლენა მოეხდინა,” – განუცხადა ”ფორტუნას” ბედინეიშვილმა.

ლარის კურსი 9 თვის შემდეგ 2.25-იან ნიშნულზე პირველად დაფიქსირდა. ეს კურსი ლარს ბოლოს გასული წლის ივლისში ჰქონდა.

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით, 0.0006 პუნქტით ისევ გამყარდა. ხვალ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2519 ლარი იქნება. დღეს ეს მაჩვენებლი 2.2525 ნიშნულზე ფიქსირდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები