ოდესმე დაინტერესებულხართ, რატომ არის ჩაკერებული ჯინსის შარვლის ჯიბეებში კიდევ უფრო პატარა ჯიბე?
აღმოჩნდა, რომ ის ჯიბის საათების შესანახად შექმნეს.
ათწლეულების წინ ყველა მამაკაცი ატარებდა ჯიბის საათს და საჭირო იყო, დაცულად შეენახათ. როგორც Levi’s-ში ამბობენ, ჯიბემ მას შემდეგ ბევრი სხვა ფუნქცია შეიძინა – მასში ინახავენ პრეზერვატივს, რკინის მონეტებს და ა.შ.
„თავდაპირველად ლურჯ ჯინსებს ჰქონდა ოთხი ჯიბე, უკან მხოლოდ ერთი, წინ კი ორი და ერთიც – ძალიან პატარა, საათისთვის. ამ პატარა ჯიბემ შემდეგში ბევრი რამის შენახვის ფუნქცია იკისრა – პრეზერვატივის, მონეტების, ასანთის, ბილეთის…“