ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში მომუშავე პირების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, გიდები სახელმწიფო ტურისტული სერვისებით უფასოდ ისარგებლებენ:
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, სეზონის გახსნიდან – იანვრის ბოლომდე, გიდებს 10 დღიანი უფასო აბონემენტით სარგებლობა შეეძლებათ. აბონემენტის მიღება შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, საჭიროების შესაბამისად.
სერვისით სარგებლობისთვის, აუცილებელია: გიდი სრულად იყოს ვაქცინირებული და წარმოადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი | მწვანე პასპორტი საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა (გიდების ასოციაციის ან ტურისტული კომპანიის მიერ გაცემული).