პრობლემებზე საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაცია, რომელიც მთავრობის მიერ გაცხადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში გიდების ფინანსური მხარდაჭერის არარსებობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ვუერთდებით , ტურისტული გიდების უდიდესი ნაწილის გულისწყვეტას და ვუცხადებთ მათ სრულ მხარდაჭერას, თავიანთი უფლებების დაცვის ნაწილში. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ასოციაცია იყო პირველი, რომელმაც გაავრცელა ტურისტული გიდების მხარდასაჭერი განცხადება პანდემიის გამოცხადების დღიდან https://bit.ly/2yDn5Ud
მიგვაჩნია, რომ ტურისტული გიდები და ტურისტულ ინდუსტრიაში ჩართული პირები სამწუხაროდ არიან დარჩენილი გამოცხადებული ფინანსური დახმარების მიღმა და ის ვერ პასუხობს, უმუშევრად მყოფი ასეულობით ჩვენი კოლეგის ღირსეულ ფინანსურ უზრუნველყოფას.
შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით და საკომუნიკაციო არხებით, შევეცდებით მაქსიმალურად მივაწვდინოთ თქვენი ხმა შესაბამის სამსახურებს – ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ტურისტულ ცენტრებს, რათა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა .
ჩვენ, ვინარჩუნებთ ასოციაციის ყველა წევრთან მჭიდრო ურთიერთობას, ასევე მზად ვართ ასოციაციის არა წევრ გიდებს, აღმოუჩინოთ დახმარება საჭიროების შემთხვევაში. საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის, მთავარი საზრუნავია დაიცვას ტურისტული გიდების ინტერესები და მოითხოვოს ღირსეული ფინანსური დახმარების გაწევა“, – აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციაში.