LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო დღეს გაიმართება

62

Ardaidardo.Geგია ყანჩელის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. კინოსა და თეატრისათვის შექმნილ შედევრებს დაგეგმილ კონცერტზე წარმოადგენს: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, მიშა ჯავახიშვილი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სამების საპატრიარქო გუნდი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და გორის ქალთა კამერული გუდი.

 

მათივე ინფორმაციით, აღიარებული ალტისტის გიორგი ცაგარელისა და 200-ზე მეტი მუსკოსის შესრულებით აჟღერდება მაესტროს უკვდავი ქმნილება “სტიქსი”.

“10 ნოემბერის კონცერტის ბილეთები რეკორდული სისწრაფით გაიყიდა, რის გამოც მაყურებელთა თხოვნით დაემატა კიდევ ერთი საღამო 11 ნოემბერს”, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების სამსახური.

2015 წელს საიუბილეო კონცერტები დაგეგმილია კიევსა და ბაქოში.

ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 10 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ინიციატივით დაიგეგმა საიუბილეო კონცერტების სერია, როგორც საქართველოში აგრეთვე ევროპაში.

კონცერტების სერია 22 აგვისტოს ბერლინის ისტორიულ დარბაზში “კონცერტჰაუზში” გაიხსნა, რომელსაც მაესტრო თავად ესწრებოდა.

2015 წლის 28 სექტემბერს რიგით მეორე საიუბილეო კონცერტი ბრუსელის საკონცერტო დარბაზში შედგა. ღონისძიებამ ხელოვნების სასახლე “ბოზარში” სრული ანშლაგით ჩაიარა.

ბრუსელში წარმოდგენილი პროგრამის მოსმენის შესაძლებლობა 30 ოქტომბერს მესხიშვილის სახელობის თეატრში ქუთაისელ მსმენელსაც მიეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები