LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: კასიანოვი არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით

153
ვოლსკი კასიანოვზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გია ვოლსკის მოსაზრებით, საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის განცხადება არაადეკვატურია, ისევე, როგორც თავად დიპლომატი. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ის შეიარაღება, რომელზედაც კასიანოვი საუბრობს, ქვეყანას მილიარდები დაუჯდა:

„კასიანოვის განცხადება, ჯერ ეს ერთი, არაადეკვატურია, საერთოდ იმ ვითარების, რომელიც 2008-ში იყო, მილიარდებია გადახდილი იმ სამხედრო აღჭურვილობაში და რასაც იგი დახმარებას ეძახის, საქართველოში შემოსულია გარკვეული თანხების სანაცვლოდ.

ძალიან საეჭვოდ ემთხვევა კონკრეტული ადამიანების გამდიდრება გამილიონერებას, რომლებსაც წინა დღეს არაფერი ებადათ და უცბად, ომის შემდგომ პერიოდში, ხდება მილიარდერი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შეძლებული ადამიანი და საქართველოში კიდევ პოლიტიკას და მედიას აფინანსებს.

კასიანოვი თავადაც არაადეკვატურია თავის მოქმედებებში და როგორც პიროვნება, შესაფასებელია სწორედ ამ სიტყვით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გივი მიქანაძე კასიანოვის განცხადებაზე – ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მცდელობა, რომ საქართველო რაღაცნაირად ამ ომში იყოს ჩათრეული

ცნობისთვის, უკრაინის დროებითი რწმუნებულის საქართველოში, ანდრი კასიანოვის განცხადებით,უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა, მოთხოვნა მოიცავდა „ჯაველინის“ სისტემებსაც.

დეპუტატმა ასევე განცხადება გააკეთა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც და თქვა, რომ  „სააკაშვილი, ასეთი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული, თავად იმსახურებს ნებისმიერი სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მონაწილეობა მიიღო წამებაში, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში, მათ შორის მოკვდინებაში.“

„ასეთი კონკრეტული პიროვნების მიმართ, ეს დამოკიდებულება რომელიც დღეს აქვს შექმნილი თაღლითების „პიარ-ჯგუფს“, რასაკვირველია განაპირობებს გარკვეული ანალიზის აუცილებლობას.“– განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

ფოტოკოლაჟში გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები