LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას – დავით სერგეენკო

77

გია თვალავაძის დაკავებამ რა თქმა უნდა, იმოქმედა სამინისტროსა და მინისტრის რეპუტაციაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე.

„მე მჯერა, რომ გია თვალავაძე ბუნებით წესიერი კაცია. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ ის ბრალდებულია და სანამ სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, თავი შეიკავოს შეფასებისგან იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, გია თვალავაძე წესიერი კაცია და სასამართლო დაადგენს ობიექტურ რეალობას. რა თქმა უნდა, სამინისტროს რეპუტაციაზე ამან იმოქმედა და მინისტრის რეპუტაციაზეც ამან იმოქმედა, რადგან მინისტრი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც კი ხდება სამინისტროს დაქვემდებარებულ მიმართულებებზე“, – განაცხადა აშშ-ში მყოფმა სერგეენკომ „რუსთავი 2“-თან საუბარში.

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ 5 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები