LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის ცენტრში რჩება

89

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, გია თვალავაძე კვლავ ჩაფიძის გულის ცენტრში რჩება. ჩაფიძის გულის ცენტრში აცხადებენ, რომ გია თვალავაძე ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

ამასთან, კლინიკის ცნობით, მედიისთვის განცხადება თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღის მეორე ნახევარში გაკეთდება. გია თვალავაძე კლინიკაში გულის შეტევით გუშინ გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, გია თვალავაძეს და ამავე საქმეზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ხუთ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები