გია სურამელაშვილს უნდა, საქართველო დატოვოს და სხვაგან წავიდეს საცხოვრებლად.
ის ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს:
„ან სტამბოლში მინდა, ან საბერძნეთში. შეიძლება წავიდე კიდეც. ჩემი თავის ადამიანი ვარ და რაც მომინდება, იმას ვაკეთებ. შეიძლება წავიდე და დავრჩე და სულ აღარ დავბრუნდე. მე ყველა გზა ხსნილი მაქვს. ყველა ქვეყანაში ისევე მცნობენ, როგორც საქართველოში. ყველგან შემიძლია პურის ფული გავაკეთო ჩემივე საქმით…“
გია სურამელაშვილი ასევე იხსენებს ერთ ამბავს, რომელიც ახლახან გადახდა:
„ბაკურიანში შემიყვანეს კუბდარის საჭმელად. ვიღაცამ თქვა, ერთი გაიცინოსო და რომ გავიცინე, 300 ლარი გამომიგზავნეს. 300 ლარი ერთ სიცილში! ასე რომ, წერონ, რამდენიც უნდათ, მეფეს ვერ ჩამოაგდებენ ტახტიდან! ჭიანჭველები უნდა არსებობდნენ!“
გია სურამელაშვილი ინტერნეტბულინგზე: „არ მაინტერესებს სულელი და ბოღმა ადამიანების აზრი…“