გია სურამელაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ აღიარებს, რომ ახლა შეყვარებულია და ასეთ დროს საქმეს საუკეთესოდ აკეთებს.
რეალურად შეყვარებული ხართ ახლა?
ვარ! და როცა შეყვარებული ვარ, საქმეს უფრო ვერ ვაკეთებ კარგად. სიყვარული და ურთიერთობა როცა არსებობს, სხვაგვარად უნდა მოიქცე. როცა ამ ურთიერთობას არ უფრთხილდები, ცუდი შედეგი მოაქვს.
თქვენგან მიდიან თუ თქვენ მიდიხართ?
ჩემგან ვინმე წავა, როგორ ფიქრობთ?
გააჩნია, თუ არ გაუფრთხილდებით…
არა, ჩემგან არავინ მიდის. ჩემგან გაგდებულები უკან ბრუნდებიან. ხან ექვსი ყოფილი ერთად ბრუნდება. რიგში დგანან. მე კი იმას ვურიგდები, ვინც დაიმსახურებს და კარგად იქცევა.
სიმდიდრეში, ფულსა და ოქროში უფრო არის ბედნიერება თუ სიყვარულში?
სიყვარულში. ორივე ერთად კი ყველაზე მაგარი რამაა. მეგობრობაც სიყვარულია. ახლახან მანქანა მაჩუქეს. ახლა გავიგე, რომ ბათუმში მანქანას მჩუქნიან. მთავარია, მეგობრობა იყოს, მაინცდამაინც სექსუალური ურთიერთობა კი არ არის მთავარი. იმ ადამიანმა, ვინც ეს მანქანა მაჩუქა, სუფრასთან გამიცნო და ჩემი შემოქმედება უყვარს.
მანქანა მყავდა, მაგრამ გავყიდე, რადგან საზღვარგარეთ ვაპირებდი ცხოვრებას. ჩემს მეგობრებს დავყავდი. სუფრასთან ვთქვი, არ მყავს მანქანა-მეთქი. აქ დასამალი და სამარცხვინო რა იყო? ლაპარაკს მოჰყვა უბრალოდ. ცოტა კი გაუკვირდა, როგორ, მანქანა არ გყავსო. არც მიგრძნია, რომ მანქანას მაჩუქებდა, მაგრამ 15000-დოლარიანი მანქანა მომაყენა.