Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გია შომახია: „ნიკუშა მე მამშვიდებდა და ჩუმად ტიროდა, რომ მე არ მენახა ცრემლები.. ინტერნეტში აქვს ნანახი.. რა აზრი აქვს ამის დამალვასო..“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია შომახია: „ნიკუშა მე მამშვიდებდა და ჩუმად ტიროდა, რომ მე არ მენახა ცრემლები.. ინტერნეტში აქვს ნანახი.. რა აზრი აქვს ამის დამალვასო..“

249
BeFunky-collage (1)

ერთი წლის წინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, სახლის ჩამონგრევა საყრდენი კედლის მოშლამ გამოიწვია. ნგრევის ადგილზე დღეს დაღუპულების ოჯახის წევრები, მათი ახლობლები, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.

გია შომახია, რომელმაც ტრაგედიისას მეუღლე და შვილი დაკარგა, გადაცემაში „ნოესთან“  ჰყვება, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შვილი თავად ამხნევებდა და ემოციურ სიტყვებს ეუბნებოდა.

„მამა აქ არიან, ზეცაში არიან, ჩვენთან არიან.. ნიკუშა მე მამშვიდებდა და ჩუმად ტიროდა, რომ მე არ მენახა ცრემლები

ახლა მოვიდა ბავშვებთან ურთიერთობით, ცოტა გაერთო, თუ ამას გართობა ჰქვია, სკოლაში.

 

 

გია შომახია: მამა აქ არიან, ზეცაში არიან, ჩვენთან არიან… | #ნოესთან

?გია შომახია: მამა აქ არიან, ზეცაში არიან, ჩვენთან არიან… ნიკუშა მე მამშვიდებდა და ჩუმად ტიროდა, რომ მე არ მენახა ცრემლები
?სრული გადაცემა: https://bit.ly/3CBJFrB
#არქივი

Posted by TV Imedi on შაბათი, 08 ოქტომბერი, 2022

 

 

მათემატიკაზე და ინგლისურზე დამყავს.. ძალიან განიცდის.

ნიკუშა ტრაგედიის დროს სკოლაში იმყოფებოდა, დირექტორმა მითხრა, ჩვენთან არისო ბავშვი არ ინერვიულოთო, შემდეგ მშობელმა წაიყვანა, სახლში ჰყავდა.

ბავშვს ვეკონტაქტებოდი, ვეუბნებოდი დედა და დათა ცუდად არიან, საავადმყოფოში არიან-თქო. ვაჭიანურებდით და.. ტელეფონში, ინტერნეტში აქვს ნანახი. შემდეგ რომ დავურეკე, ვიცი მამა, ყველაფერიო, რა აზრი აქვს ამის დამალვასო..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები