LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია შომახია: „ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა, მეტი რა დამრჩენია, ქალბატონო…ამ ქვეყნის წესიერ მოქალაქეს დავაყენებ, წელებზე ფეხები უნდა დავიდგა…“

4215
giashomaxia

გია შომახია, რომელმაც ბათუმში, სახლის ჩამონგრევის შედეგად მეუღლე და ვაჟი, დათა დაკარგა, ბაია დვალიშვილს ბათუმის ტრაგედიის დეტალებს უყვება…

გია შომახია:

დილით ავდექი, ყავა დავლიე, მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ბავშვს ვუთხარი, დათა, წავიდეთ, მამა, შაურმა ვჭამოთ-მეთქი, ძალიან უყვარდა.. მეუღლემ მითხრა, ონლაინგაკვეთილი აქვსო, ბავშვი ემზადებოდა. ქვევით ვიქნები, მამა-მეთქი, ნიკუშასაც გავუაროთ და ერთად ვიყოთ-მეთქი. გაიხარა ბავშვმა, ქვემოთ ჩამოვედი, 50 მეტრი გავიარე მაქსიმუმ და ეს საშინელება მოხდა.

ის ნახატი რამ დაახატინა, უბრალოდ… ეს დახატა ერთი წელი იქნება გასული. ნიკუშამ უთხრა, დათა, მეც დამხატეო, შენი ადგილი აქ არ არისო, მე და დედა ზეცაში მივდივართო. ნიკუშამ მოირბინა ჩემთან, მამა, ნახე, დათა რეებს ხატავსო. ისეთნაირად ჩაიცინა, რომ ვკითხე, პასუხი არ გამცა. თითქოს რაღაცაში იყო დარწმუნებული. მოვეფერე, ვაკოცე, ასეთ რარაცებზე არ იფიქრო, მაამ, ადრეა შენთვის-მეთქი.

როგორ არის თქვენი უფროსი ბიჭი, ნიკუშა?

როგორ იქნება? ერთი წუთით არ მოგვშორებია. იქით მამშვიდებს, ჩუმად ღელავს, რომ მე ცრემლი არ მანახოს… ღმერთს მადლობა, ერთი შვილი დამიტოვა, მეტი რა დამრჩენია, ქალბატონო… დედას ვფიცავარ, სირცხვილია, ერი ტირის. თვალებში უნდა შევხედო ყველას. ამ ქვეყნის წესიერ მოქალაქეს დავაყენებ, წელებზე ფეხები უნდა დავიდგა… ყველას დიდი მადლობა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები